ტატანაშვილის მე-12 და კობახიძის ცხრიანი

ეროვუნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩი, ბოლნისის „სიონსა“ და თერჯოლის „საპოვნელას“ შორის, ბოლნისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 4:1 დასრულდა.

თერჯოლელთა რბევა, 28-ე წუთზე, ლუკა რაზმაძემ დაიწყო, თუმცა მანამდე მასპინძლებმა ბევრი საგოლე მომენტი გააფუჭეს. შეხვედრის პირველ ნახევარში, ორივე გუნდს ბევრი ტექნიკური წუნი ჰქნდა. მე-2 წუთზე, გვალიას პასით, შულაია დასარტყამ პოზიციაზე გადიოდა, თუმცა, მის წინააღმდეგ წესები დაირღვა, საჯაიას საჯარიმო კი „საპოვნელას“ მცველებმა ადვილად მოიგერიეს.

მე-10 წუთზე დვალს ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა, მის არც თუ ძლიერ დარტყმულს, მერლანი ადგილზე დაუხვდა. მერლანმა, რამდენიმე წუთში კარგად დაუფარა კოშკაძესაც, რომელიც ახლო კუთხიდან ურტყამდა.

მატჩის მე-20 წუთზე, ვარლამ კილასონიას იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. შულაიამ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი თამაშში ოთარ კობახიძე ჩაერთო, რომელმაც გაამართლა, თანაც როგორ…

28-ე წუთზე, რაზმაძემ, მანჯგალაძისგან ბურთი მიიღო და მეკარისგან, მარჯვენა დაბალ კუთხეში, ბურთი ზუსტად გადაგზავნა – 1:0. ზუსტად ორ წუთში, დვალი შორიდან ცდილობდა მერლანის კარის აღებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გატანა შეეძლო კობახიძეს თავით, თუმცა მიზანმა ოდნავ უმტყუნა და ბურთი კარს აცდა. ტაიმის მიწურულს, ისევ მანჯგალაძემ, გრძელი გადაცემა გაუკეთა ტატანაშვილს, რომელიც თავით ცდილობდა გატანას. ბოლნისელთა ბომბარდირს სიზუსტე დააკლდა.

მეორე წუთი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, „საპოვნელას“ ფეხბურთელებს კი დაღლა შეეტყოთ. 53-ე წუთზე, ტატანაშვილმა ჭელიძის შეცდომით ისარგებლა და „სიონის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 61-ე წუთზე, კობახიძის პასით, ტატანაშვილი გიორგაძესთან პირისპირ დარჩა. გამოცდილ ფორვარდს მეკარის გაბითურება არ გასჭირვებია – 3:0. დიმიტრი ტატანაშვილმა, “სიონის” მაისურით 12 გოლი დააგროვა.

ოთარ კობახიძემ ამ შეხვედრაში გოლი დაიმსახურა. 66-ე წუთზე, მან ორი მცველი მოატყუა და მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში, ულამაზესი გოლი გაიტანა – 4:0.

პრესტიჟის გოლი სტუმრებმა 70-ე წუთზე გაიტანეს. მცველები ჩარჩნენ, ბუხაიძემ კი მერლანის კარი აიღო.
კიდევ ერთი ბურთის გატანა შეეძლოთ სტუმრებს. მატჩის მთავარმა არბიტრმა, საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაში, ჯაფიაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, არადა, იმ ეპიზოდში, ბურთი ვარლამ კილასონიას ჰქონდა და მის წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წესები, ყრუაშვილმა კი ჯაფიაშვილი დააჯარიმა და გააფრთხილა. ბოლქვაძეს მიზანმა უმტყუნა და ბურთი კარს ააცილა.

81-ე წუთზე, მერლანს კიდევ ერთხელ მოუხდა გარჯა. დვალმა სახიფათოდ დაარტყა, მასპინძელთა მეკარემ კი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

თამაშის დასასრულს, კობახიძეს შეეძლო კვლავ გატანა, მაგრამ მარცხენა ფეხზე ბურთი ვეღარ გაისწორა და კარს ააცილა.
შემდეგ შეხვედრას, ბოლნისელები, 12 მარტს, „მიხეილ მესხზე“, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავენ.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა
მე- 19 ტური
სიონი – საპოვნელა
გაფრთხილება: გოგობერიშვილი 68’, ჯაფიაშვილი 78’
სიონი: მერლანი, გაფრინდაშვილი, კილასონია, ჯაფიაშვილი, საჯაია, შულაია (კობახიძე 20’ ), გვალია (გ. კილასონია 67’), რაზმაძე, მანჯგალაძე, გოგობერიშვილი, ტატანაშვილი (მანაგაძე 64’)
სათადარიგო: ნანიევი, სვანიძე, ფოფხაძე, ლუის ალბერტო;
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;
საპოვნელა: გიორგაძე, ჭელიძე, ჩიკვილაძე, ენდელაძე, ვაჭარაძე (ბანძელაძე 36’), კოშკაძე, შარიქაძე (ტყეშელაშვილი 57;), ბოლქვაძე, ოდიკაძე (ბუხაიძე 68’), მაკარიძე, დვალი;
სათადარიგო: სომხიშვილი, ქათამაძე, ტყეშელაშvილი, ბერუაშვილი, მიქაბერიძე;
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.