ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა, სიონს, სპორტის დარგში, პირველი ადგილი და ოქროს რეიტინგი მიანიჭა

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა, საქართველოს საწარმოთა საქმიანობის საერთო სახელმწიფო ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი დაასრულა და ბოლნისის „სიონს“, საქართველოს მასშტაბით, ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დანახარჯები დასაქმებულებზე“ პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქროს კატეგორია მიანიჭა.

გასულ წელს, ბიზნეს-რეიტინგების კავშირის დასკვნით, ბოლნისური კლუბი, საქართველოს მასშტაბით მესამე იყო, ქვემო ქართლის რეგიონში კი პირველი, წლევანდელი მონაცემებით, ბოლნისის „სიონი“ საქართველოს მასშტაბითაც და რეგიონშიც, პირველ ადგილზეა.

გარდა ამისა, ოქროს რეიტინგის კატეგორია მიიღო „სიონმა“ ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით, კომპონენტში – „ჯამური ადგილი“.

„ვაფასებთ რა სათანადოდ თქვენს მიღწევებს, პატივი გვაქვს, მოგვიწიოთ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის კავშირის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკის ლიდერების დაჯილდოების XXXII ცერემონიალზე, რომელიც შედგება 2016 წელის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, ყაზახეთის, რუსეთის, უზბეკეთისა და უკრაინის საწარმოების მონაწილეობით“, – ნათქვამია ასოციაციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წერილში, რომელიც მან კლუბის გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს გამოუგზავნა.

როგორც ოფიციალურ წერილშია განმარტებული, ნაციონალური ბიზნეს-ასოციაციის ჯილდოთი საწარმოებს „დარგის ლიდერის“ სტატუსი ენიჭებათ, რაც ბაზრის სხვა მოთამაშეებს, კლიენტებსა და ინვესტორებს კლუბის საიმედობასა და პერსპექტიულობას აჩვენებს.

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების დაჯილდოების ცერემონიალს, 27 მაისს, ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს.

sioni dajildoebaa

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.