“სიონი” “მიხეილ მესხზე” ბრუნდება, ამჯერად სტუმრის როლში

უმაღლესი ლიგის მე-20 ტური, ბოლნისის “სიონის” და თბილისის “ლოკომოტივის” დაპირისპირებით გაიხსნება. ბოლნისელები “რკინიგზელებს” “მიხეილ მესხზე” ესტუმრებიან.

წინა ტურში ვარლამ კილასონიას გუნდმა, “საპოვნელას” დამაჯერებლად მოუგო (4:1) და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით აიწია. “ლომები” “ლოკომოტივთან” მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან, თუმცა დანაკლისით. “საპოვნელასთან” მიღებული ტრავმის გამო, დიდი ხნით იუქმებს აკაკი შულაია.

ბოლნისელებისგან განსხვავებით, “რკინიგზელებმა” ლანჩხუთის “გურიასთან” ფრე ითამაშეს და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ. მასპინძები 16 ქულით მე-12 ადგილზე არიან და “სიონს” 21 ქულით ჩამორჩებიან.
ჩემპიონატს პირველ წრეში, გუნდებს შორის დაპირისპირება “სიონის” სასარგებლოდ, ანგარიშთ – 1:0 დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის 62-ე წუთზე დავით სვანიძემ გაიტანა.

ჩატარებულ 19 შეხვედრაში, ბოლნისელებმა 37 ქულა დააგროვეს, 11 მატჩი მოიგეს, 4 ფრე ითამაშეს და 4 წააგეს.
“ლოკომოტივი” – “სიონის” მატჩს, ხორავა განსჯის. მას ელიკაშვილი ბერულავა და ხარიტონაშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან.

თამაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაცია “სილქ სპორტი” განხორციელდება.

მატჩზე დასწრების ღირებულება 3 ლარია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.