ლოკომოტივი-სიონი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი, თბილისის „ლოკომოტივსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვედრა არც ისეთი სწრაფი და დაძაბული გამოდგა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში, ორივე გუნდს საგოლე მომენტები თითქმის არ ჰქონიათ.

საწყის წუთებშივე ცხადი გახდა, რომ მასპინძლებსაც და სტუმრებაც ფრთხილი ტაქტიკა ჰქონდათ არჩეული და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ ორიენტირებულები. ეს, განსაკუთრებით, „რკინიგზელებს“ ეტყობოდათ, რომლებიც დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ და კონტრშეტევებზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული.

საბოლოოდ, ჟერარდ სარაგოსას ტაქტიკამ გაამართლა. მათ ვერ გაიტანეს, მაგრამ არც ბოლნისელებს გაატანინეს.
შეხვედრის მიწურულს, ყველაზე რეალური საგოლე მომენტი გააფუჭა გიული მანჯგლაძემ, რომელსაც კობახიძემ ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა, თუმცა მანჯგალაძეს თევდორაძემ აჯობა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

მეტი დასამახსოვრებელი ეპიზოდი, ამ თამაშში არ ყოფილა და შეხვედრის ლოგიკური დასასრული, დაფიქსირებული შედეგი გახდა.

მომდევნო ტურში, „სიონი“, „თამაზ სტეფანიაზე“ თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. შეხვედრა 18 მარტს, 15:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი

მე-20 ტური

ლოკომოტივი – სიონი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია, გეთიაშვილი, ჩიხლაძე (ქანთარია 59), ხიდეშელი, მზევაშვილი, ჩაგელიშვილი, მახარაძე, სამურკასოვი (სულთანიშვილი 84’), არდაზიშვილი (კიკაბიძე 79’);

სათადარიგო: კუპატაძე, კიკნაძე, გაბაძე, უბილავა;

მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა;

სიონი: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, ვ. კილასონია, მანჯგალაძე, გოგობერიშვილი, გვალია (საჯაია 45’), რაზმაძე (ვასაძე 80’), კობახიძე, ტატანაშვილი (ლუის ალბერტო 59’);

სათადარიგო: ნანიევი, შალამბერიძე, გიორბელიძე, გოგობერიშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

გაფრთხილება: სამურკასოვი 45’, მანჯგალაძე 58’;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.