“სიონი” – “საბურთალოს” მატჩს ნინუა განსჯის

უმაღლესი ლიგის 21-ე ტურში ბოლნისის “სიონი”, საბურთალოს” “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებს.
ვარლამ კილასონიას შეგირდები მეტოქესთან შესახვედრად ჩვეულ რეჟიმში ემაზდებიან. მოედანს უბრუნდება ცენტრალური მცველი ზურა ჯაფიაშვილი, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო, “ლოკომოტივთან” შეხვედრა გამოტოვა. ამ მხრივ, სტუმართა ბანაკში სერიოზული დანაკლისია. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს – ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი და თოთაძე ვერ დაეხმარებიან.
27-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში, ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ბოლნისელთა სასარგებლოდ, ანგარიშთ – 2:3 დასრულდა. შეხვდრაში თავი გუნდის კაპიტანმა დავით სვანიძემ (21′) გამოიჩინა. დუბლი გაიფორმა ვილი ისანმა (57′ 64′).
წინა ტურში, ბოლნისელები თბილისის “ლოკომოტივს” ესტუმრნენ და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. კილასონიას შეგირდებმა “მიხეილ მესხიდან” ერთ ქულა წამოიღეს და სატურნირო ცხრილში 38 ქულით მეთხე პოზიციაზე იმყოფებიან. რამდენიმე წაგების შემდეგ, “საბურთალომ” მოგება “გურიასთან” იზეიმა. ესპანელი სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდი 24 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.
ხვალინდელ დაპირისპირებას, ნინუა განსჯის. მას ვარამაშვილი, მაჩიტიძე და გლუშჩიკი (სათადარიგო) დაეხმარებიან.
შეხვედრა, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.