ბოლნისის სიონის განცხადება

საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონსა“ და ვარლამ კილასონიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

კლუბის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სპეციალისტის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით, რაც მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო იყო გამოწვეული და ვარლამ კილასონიას განცხადება დააკმაყოფილა.

ბოლნისის „სიონის“ სახელით, მადლობას ვუხდით ვარლამ კილასონიას გუნდში ჩატარებული სამუშაოებისთვის. ვუსურვებთ გამოჯანმრთელებასა და წარმატებებს კარიერაში.

ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს არმაზ ჯელაძე დაიკავებს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.