ახალი მწვრთნელების დებიუტი და ბრძოლა სამი ქულისთვის „თამაზ სტეფანიაზე“

ბოლნისის “სიონი” ბათუმის “დინამოს” “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებს. ბოლნისელები ბათუმელების დაჯაბნას ამჯერად საკუთარ კედლებში ეცდებიან. 27–ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურში, “სიონმა” “ჩელე არენაზე” ზღვისპირელებს 5:3 მოუგო. ამის შემდეგ, ორივე გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ბოლნისურ კლუბში ვარლამ კიასონია არმაზ ჯელაძემ ჩაანაცვლა, ხოლო სტუმართა გუნდში ჭეიშვილი ხომერიკმა შეცვალა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტური რჩება. “სიონიც” და “დინამოც” ევროსაგზურის მაძიებელი გუნდები არიან, შესაბამისად ბოლნისში უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ. მითუმეტეს წინა ტურში ორივე გუნდმა მარცხი განიცადა. “სიონი” 43 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო „დინამო“ 36 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.

შეხვედრას გუნდები დანაკლისით ხვდებიან, დისკვალიფიკაციის გამო, “სიონის” რიგებს გვალია და გოგობერიშვილი დააკლდება, სტუმრებს კომაზეცი არ ეყოლებათ.

“სიონი” – დინამო“ ბთ. მატჩს, სილაგავა გაუძღვება. მას ჩიგოგიძე, ელიკაშვილი და ხორავა (სათადარიგო) დახმარებიან.

მატჩი, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 16 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.