არმაზ ჯელაძის წარმატებული დებიუტი

არმაზ ჯელაძის დებიუტი მთავარი მწვთნელის რანგში წარმატებული გამოდგა. უმაღლესი ლიგის 25–ე ტურის შეხვედრაში, ბლნისის “სიონმა” ბათუმის “დინამოს” უმასპინძა და ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა გოლი ოთარ კობახიძემ, რომელიც სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა.

შეხვედრის საწყისივე წუთებში ბოლნისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე მათი კარნახით მიმდინარეობდა. ჯელაძის შეგირდები საგოლე მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა რეალიზებას ვერ ახდენდნენ. ბოლნისელებმა შეტევები ლოგიკურ დასასრულამდე 70–ე წუთზე მიიყვანეს. მანჯგალაძის სტანდარტულიდან ჩაწოდებულ ბურთს კობახიძე გამოეხმაურა. ბათუმელთა მეკარე უძლური აღმოჩნა – 1:0 სტუმრებმა კარის ჩაროში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს. მატჩის ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მაქაცარიამ სცადა მერლანის კარის აღება, თუმცა ბლნისელთა კარის დარაჯი უშეცდომო იყო. მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ისევ მაქაცარიას მიეცა შანსი ანგარიშის გათანაბრების, მაგრამ ამჯერადაც მირზა მერლანი იყო მოწოდების სიმაღლეზე და ურთულესი ბურთი მოიგერია. მაქაცარიამ შცვლაზე შემოსული სვანიძის შეცდომით ისარგებლა, გასცდა მას დაახლოდან კუთხში ძიერი დაურტყა, მერლანმა ნახტომშ ცალი ხელით შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება და იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

“სიონს” 46 ქულა აქვს და კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს. მომავალ შეხვედრას ბოლნისელები სტუმრად, ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართავენ.

16.04.2016. ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი
გოლი: კობახიძე 70’
გაფრთხილება: ტატანაშვილი 50’
სიონი: მერლანი (კაპ), ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, კილასონია, გურეშიძე, რაზმაძე, მანჯგალაძე, კობახიძე, გოგინაშვილი (შალამბერიძე), ვასაძე (ვიერა მედინა), ტატანაშვილი (სვანიძე);
სათადარიგო: ნანიევი, მანაგაძე, ოთარაშვილი, გიორბელიძე
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დინამო ბთ: მამინაშვილი, სუხიაშვილი, მიჰაილოვიჩი, გოგიტიძე, ბერიაშვილი (მაქაცარია), ტვილდიანი, ვარშანიძე, შონია (კაპ), თევდორაძე, ჭკუასელი (სირაბიძე), ფონიავა (კაშია) ;
სათადარიგო: ალავიძე, ქორიძე, მგელაძე, ფოთელიძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.