არმაზ ჯელაძე: “ყველაფერი ბოლნისში გადაწყდება”

“მცხეთა პარკზე” დასრულებული მატჩის შემდეგ, ბოლნისის “სიონის“ თავკაცმა თამაში შეაფასა. მისი თქმით ფეხბურთელები გადაღლილები არიან, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა. ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის მიუხედავად, არმაზ ჯელაძეს მიაჩნია, რომ მის გუნდს შესწევს ძალა “ვიტ ჯორჯიას” ბარიერი გადალახოს.
“ვოტ ჯორჯიაში” ბევრი ახალგარდა ფეხბურთელია. მაქსიმალურად ცდილობენ მოდანზე ბევრი ირბინონ. დღეს ამ კომპონენტში ნამდვილად გვაჯობეს. ამასთან, ჩვენ ბათუმის „დინამოსთან“ ურთულესი თამაში გვქონდა და ბიჭებს დაღლილობა დაეტყოთ. მართალია პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ ტაიმის მიწურულს დავუშვით შეცდომა, რომელიც გოლის ფასად დაგვიჯდა. მეორე ნახევრის დებიუტშივე დაცვის ხაზი ჩავარდა, რითიც მეტოქემ ისარგებლა და დაწინაურდა. რაც შეეხება არ ჩათვლილ გოლს, ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, იყო თუ არა თამაშგარე. განმეორებით ვიდეოზე ვუყურებ და უფრო ნათელი გახდება იყო თუ არა გოლი ჩასათვლელი.
ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მადლობა მინდა გადავუხადო “სიონის” გულშემატკივარს, რომლებიც მუდამ გუნდის გვერდით არიან და გვამხნევებენ. მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველაფერი ბოლნისში გადაწყდება. ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ, დადებითი შედეგის მისაღებად”,– აღნიშნა ჯელაძემ.
საქართველოს დავით ყიფიანს სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, ბოლნისში, “თამაზ სტეფანიაზე”, 5 მაისს გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.