გეგუჩაძემ ახალგაზრდულში სიონის ოთხ ფეხბურთელს უხმო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ, ტრადიციულ ერთდღიან ვარჯიშზე, ბოლნისის “სიონიდან” ოთხ ფეხბურთელს უხმო.

ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კობახიძე, გიორგი გაფრინდაშვილი და გურამ გიორბელიძე – ეს ის ოთხი ფეხბურთელია, რომელსაც ახალაგზრდული ნაკრების თავკაცი გაცნობითი ხასიათის ვარჯიშზე დააკვირდება.

ვარჯიში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”, 26 აპრილს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.