“რამაზ შენგელიაზე” მატჩს ხორავა განსჯის

ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას, ბოლნისის “სიონი” „რამაზ შენგელიაზე“ გამართავს. “სიონის” მეტოქე ქუთაისის “ტორპედოა”, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში, „სიონმა“ დიდი ანგარიშით – 6:2 დაამარცხა. ბოლნისელები წარმატების მიღწევას ამჯერადაც ეცდებიან. მითუმეტეს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, “სიონს” გამარჯვება აუცილებლად სჭირდება, რათა ევროპის ლიგის საგზურის, კიდევ ერთმა მაძიებელმა, საჩხერის “ჩიხურამ” არ გადაასწროს, იმ შემთხვევაში თუკი ფრუიძის დარიგებულები „სამტრედიის“ დამარცხებას შეძლებენ. ამ დროისთვის “სიონი” და “ჩიხურა” 46–46 ქულით ქულაით მეოთხე – მეხუთე ადგილს ინაწილებენ. რაც შეეხება ქუთათურების სატურნირო მდგომარეობას, წინა ტურში “გურიასთან” წააგეს და 33 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

ხვალინდელ მატჩზე, სტუმრებისგან განსხვავებით, მასპინძელ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს წილოსანი და მირცხულავა დააკლდება.

“ტორპედო” – “სიონის” მატჩს ხორავა განსჯის. მას გაბისონია, ერქვანია და ტუღუში (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 24 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.