სიონი ტორპედოსთან დამარცხდა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე ტური, ქუთაისის “ტორპედოსა” და ბოლნისის “სიონს” შორის, მასპინძელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი, 86-ე წუთზე, “ტორპედოს” კაპიტანმა, გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. გიორბელიძე ფლანგიდან ბურთის ამოტანისას შეცდა. გადაცემა არაზუსტი გამოვიდა, საჯარიმოში არეულობას კი მერლანის მარცხენა დაბალ კუთხეში მასპინძელთა 10-მა ნომერმა ზუსტად დაარტყა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში, ბოლნისელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს. ამ მარცხით, არმაზ ჯელაძის გუნდმა ოთხეულში ადგილი დაკარგა, რადგან, ამავე ტურში, საჩხერის “ჩიხურამ” შინ “სამტრედიასთან” 1:1 ითამაშა, იმერლებმა “სიონს” ქულით გადაუსწრეს და 47 ქულით მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდნენ, ბოლნისელებმა კი მეხუთეზე გადაინაცვლეს.

მორიგ მატჩს, “სიონი”, საკუთარ მოედანზე, 30 აპრილს, “ცხინვალის” წინააღმდეგ გამართავს.

ტორპედო – სიონი 1:0

სიონი: მერლანი, სვანიძე (კაპ), კილასონია, გაფრნდაშვილი, გიორბელიძე, რაზმაძე, გოგობერიშვილი(შალამბერიძე 78’), მანჯგალძე, კობახიძე(საჯაია 89’), ტატანაშვილი, ვიერა მედინა(გვალია 66’);

სათადარიგო: ნანიევი, ფოფხაძე, მანაგაძე, ვასაძე;

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე;

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, კაპანაძე(მამასახლისი 88’), კუხიანიძე(კაპ), კლიმიაშვილი, ნერგაძე, ქიმაძე, ბრეგვაძე (შინდაგორიძე 64’), კვერნაძე (კვარაცხელია 79’);

სათადარიგო: ქვილითაია, ადამაძე, ფანცხავა, ტუღუში;

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი;

მთავარი არბიტრი: ჯენერი ხორავა;

გოლი:კუხიანიძე 86’;

გაფრთხილება: ნერგაძე 57’, მანჯგალაძე 59’ , კობახიძე 63’, რაზმაძე 89’;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.