მატჩის წინ: “სიონი” VS “ცხინვალი”

უმაღლესი ლიგის 27–ე ტურის შეხვედრას, ბოლნისის “სიონი”, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ცხინვალის “ცხინვალის” წინააღმდეგ გამართავს.
“სიონი” სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. წინა ტურში, “სიონმა” “ტორპედოსთან” დასანანი მარცხი განიცადა (1:0) და მდგომარეობა გაირთულა. რაც შეეხება ბოლნისელთა უშუალო კონკურენტს საჩხერის “ჩიხურას”, ფრუიძის შეგირდებმა “სამტრედიასთან” ფრეზე დაზავება შეძლეს, რითაც სატურნირო მდგომარეობა ერთი საფეხურით გაიუმჯობესა, თუმცა მხოლოდ ერთი ქულით.

ჩვენი მეტოქე ცხინვალის “ცხინვალი” არც თუ ისე წარმატებულ სეზონს ატარებს. ზამთრის პაუზის შემდეგ ამ გუნდს მოგება არ აქვს. მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილის ექვსეულში არიან. კაჭარავას გუნდმა 36 ქულა დააგროვა და მექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.

ხვალინდელ დაპირისპირებას “თამაზ სტეფანიაზე” ყრუაშვილი განსჯის, მას კურტანიძე, აფციაური და ბეუქლიშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა, ბოლნისში, 30 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.