საპასუხო მატჩი – “სიონი” ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური გათამაშების განმეორებითი შეხვედრები ხვალ გაიმართება. ბოლნისის “სიონი” თბილისის “ვიტ ჯორჯიას” “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებს. გუნდებს შორის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება ფრედ – 2:2 დასრულდა.
ხვალინდელ შეხვედრას, სტუმრები დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო,”ვეტერინარებს” ზურაბ ღირდალაძე დააკლდებათ.

ნახევარფინალამდე მისასვლელად “სიონმა” რთული გზა გაიარა. ბოლნისელებმა “რუსთავის” (0:0, 1:1), “გურიის” (0:2, 1:1), “სამტრედის” (0:0, 0:1) დაამარცხება შეძლეს და ახლა “ვიტ ჯორჯიის” ბარიერის გადალახვას და ფინალის საგზურის მოპოვებას ეცდებიან.
განმეორებით შეხვედრას ვადაჭკორის უმსაჯებს, მას უკლება, ელიკაშვილი, კიკაჩეიშვილი (1 დამ. ასისტენტი), კვარაცხელია (2 დამ. ასისტენტი) და ვადაჭკორია (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.