სიონი თასის ფინალშია

ბოლნისის “სიონი” დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ითამაშებს.

არმაზ ჯელაძის შეგირდებმა, დღეს, “თამაზ სტეფანიაზე” პირველ ლიგელ “ვიტ ჯორჯიას” შანსი არ დაუტოვეს, დიმიტრი ტატანაშვილის ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხეს და თასის ფინალში გავიდნენ.

ანგარიში, მე-17 წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილმა 11 მეტრიანის ნიშნულიდან გახსნა. ჯარიმა გიული მანჯგალაძემ გამოიმუშავა, რომელმაც, დანარჩენ ორ ეპიზოდშიც, ბოლნისელთა გოლეადორ ტატანაშვილს ასისტენტობა გაუწია.
პირველ ტაიმში, სტუმრებს მირზა მერლანის კარში არც კი დაურტყამთ. ერთდერთი კარისკენ დარტმყული პირველი ტაიმის მიწურულს დაფიქსირდა, როდესაც “ვეტერინარებმა” ჯარიმა შეასრულეს და ისიც ააცილეს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად ირჯებოდა “სიონის” შუა ხაზი – ვასაძე-მანჯგალაძე-გოგობერიშვილი. მასპინძელთა რვა ნომერი ბურთებს კარგად ანაწილებდა, მანჯგალაძე კი ფლანგიდან აქტიურობდა, შეუცდომელი იყო გოგობერიშვილი, რომელიც მოედნიდან ფეხის მცირე ტრავმის გამო გაიყვანეს.
უპირატესობა ორამდე, ჯელაძის შეგირდებმა 34-ე წუთზე გაზარდეს, კობახიძემ მანჯგალაძეს კარგი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ძლიერად დაარტყა. შეროზიამ ბურთი ცუდად, მაღლა მოიგერია, დავარდნის დროს კი, ტატანაშვილმა, ბურთი კარში თავით შეიტანა – 2:0.

მეორე ტაიმში, ბოლნისელები მოედანზე ოდნავ მოდუნებულები გამოვიდნენ. თუკი პირველ ნახევარში მათ ბურთზე სრული კონტროლი და უპირატესობა ჰქონდათ, მეორეში მათ მეტოქეს მეტი მოძრაობის საშუალება მისცეს, რასაც მერლანის კარში დანიშნული 11 მეტრიანი მოჰყვა. კურდღელაშვილს მასპინძელთა კიპერმა კუთხე გამოუცნო, თუმცა აღება ვერ შეძლო.

თამაში დაიძაბა. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შეხვედრა, ფრედ – 2:2 იყო დასრულებული, სტუმრებს ამავე ანგარიშზე თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შანსი მიეცათ, თუმცა, ტატანაშვილმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა.

გიული მანჯგალაძის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს, მეკარისგან მაღალ მარჯვენა კუთხეში თავი დაუხვედრა და ყველანაირი კითხვის ნიშანი გააქრო – 3:1.

“სიონი” თასის ფინალში თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრას, 18 მაისს ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.

საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი

სიონი – ვიტ ჯორჯია

სიონი – მერლანი, სვანიძე (კაპ), კილსონია, გაფრინდაშვლი, გიორბელიძე (საჯაია 90’), ვასაძე, გოგობერიშვილი (გვალია 56’), მანჯგალაძე, რაზმაძე, ტატანაშვილი, კობახიძე (გოგინაშვილი 76’);

სათადარიგო: ნანიევი, ფოფხაძე, შალამბერიძე, ვიერა მედინა;

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე;

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კალანდია (კაპ) (მუხელიშვილი 79’), გაგნიძე, ჩიტიშვილი, დანელია, ღუდუშაური, გახარია, თათხაშვილი, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი (ვაზაგაშვილი 46’), კამლაძე (34’),
სათადარიგო: ისარგიშვილი, გაბელაია, მერაბიშვილი, ლებანიძე;

მთ. მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი;

გოლი: 1:0 ტატანაშვილი 18’, 2:0 34’, 2:1 (პენ) კურდღელაშვილი 69’;

გაფრთხილება: გაგნიძე 22’ კალანდია 61′, გიორბელიძე 51’;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.