ტატანაშვილი და ჯელაძე „ვიტ ჯორჯიასთან“ გამარჯვების შემდეგ

ბოლნისის “სიონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს. ბოლნისელებმა, დღეს, განმეორებით შეხვედრაში “ვეტერინარები”, ანგარიშით – 3:1 დაამარცხეს და სასურველ ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ და შეხვედრის გმირმა დიმიტრი ტატანაშვილმა თამაში შეაფასეს.
არმაზ ჯელაძე (სიონის მთ. მწვრთნელი): „ დღევანდელი რეზულტატისთვის ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს. მინდორზე გამოვიდნენ მოსაგებად და მიზანსაც მიაღწიეს. „ვიტ ჯორჯიასთან“ თამაში ადვილი არაა, მაგრამ ჩემმა ბიჭება მიცემული დავალბა პირნათლად შეასრულეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. „სიონი“ საქართველოს თასისი ფინალში ითამაშებს. მიზანს მივუახლოდვით ახლა კი, ამ მიზნის ასრულებაზე უნდა ვიშრომოთ. ჩვენი მეტოქე ტიტულოვანი თბილისის „დინამოა“, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემს გუნდს შესწევს ძალა ამ დუელში გაიმარჯვოს“.

დიმიტრი ტატანაშვილი:“ ვიტ ჯორჯია“ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდია. რთულ თამაშს ველოდით, მაქსიმალურად მოვემზადეთ და ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებითვის. სამი გოლი გავიტანე, თუმცა ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მათ მოედანზე მაქსიმუმი დადეს. მადლობა ასევე გულშემატკივარს, რომლებიც ტრიბუნებიდან გვამხნევებდნენ. ჩვენ ღირსეული ფინალისტები ვართ და ტიტულის მოსაპოვებლადაც ღირსეულად ვიბრძოლებთ“.
“სიონი” და “დინამო” ფინალში ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. 2003 წელს ამ მეტოქეთა დაპირისპირება “დინამომ” 3:1 მოიგო. წლევანდელი ფინალის გამარჯვებული კი, 18 მაისს, ქუთაისში გამოვლინდება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.