ფრე “ივანწმინდაზე” და მხოლოდ ერთი ქულა

ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის 28–ე ტური, საჩხერის “ჩიხურასა” და ბოლნისის “სიონს” შორის, ფრედ – 1:1 დასრულდა.
სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა პირველ ნომრად ითამაშეს და შედეგს 38–ე წუთზე მიაღწიეს.
მუმლაძემ თანაგუნდელისგან ბურთი თამაშგარის ზღვარზე მიიღო, ბოლნისელთა დაცვა იმის მოლოდინში, რომ მთავარი არბიტრი თამაშგარეს დააფიქსირებდა, გაჩერდნენ, მაგრამ ბასლეჰლომ მუმლაძეს შეტევის გაგრძელების უფლება მისცა, რომელსაც მერლანთან ერთიერთზე დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია – 1:0.
მასპინძელთა უპირატესობის მიუხედავად, სტუმრები რამდენჯერმე სახიფათოდ დაემუქრნენ საჩხერელთა კარს. მე–12 წუთზე კობახიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა. ფოფხაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, კობახიძე თავით ცდილობდა გატანას, თუმცა სერბმა მეკარემ კუთხურზე მოგერია. სტანდარტყული დარტყმა კი, ბოლნისელებმა ვერ გამოიყენეს.
20–ე წუთზე არმაზ ჯელაძეს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. სათამაშო ეპიზოდში კაკაშვილი ცუდად შეეჯახა გურეშიძეს. “სიონის” 5–იანმა მუხლი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ჯელაძემ მის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელს ლაშა მანაგაძეს უხმო, რომელიც თამაშში კარგად ჩაერთო და გოლშიც თავისი წვლილი შეიტანა.
მეორე ტაიმი მთლიანად “სიონის” კარნახით წარმოართა. არმაზ ჯელაძის შეგირდებმა უფრო მეტად კომბინირებული ფეხბურთი ითამაშეს და რომ არა, მასპინძელთა მეკარის კარგი თამაში სტუმრები დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ.
ბოლნისელებმა 54–ე წუთზე გაათანაბრეს. მანაგაძე, მანჯგალაძის და ვასაჯის კომბინაცია გოლით დასრულდა –1:1.
ამის შემდეგ განუგრავას ჰქონდა შანსი ანგარიშის გაზრდის, მას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული არაზუსტი გამოუვიდა.
ტაიმის მიწურულს ტატანაშვილს 100%–იანი შანსი ჰქონდა. გამოცდილმა თავდამსხმელმა კონტრშეტევა განახორციელა, რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფ კობახიძეს არ უპასა, გადაწყვიტა თავადვე დაერტყა, თუმცა ძალა აღარ ეყო და ჰამზიჩს ბურთის აღება აღარ გასჭირვებია.
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, “სიონმა” 47 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.
მორიგ მატჩს, “სიონი”, საკუთარ მოედანზე, თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

ივანწმინდის ცენტრალური სტადიონი
“ჩიხურა” – “სიონი” 1:1
ჩიხურა:ჰამზიჩი, განუგრავა, კაკაშვილი, კუჭუხიძე, მუმლაძე (ჯოხაძე 77’), ვოლკოვი (დეკანოიძე 66’), ჭეჭელაშვილი (ენუქიძე 63’ ), ვუკასოვიჩი ჩიკვაიძე, კაშია, რეხვიაშვილი;
სათადარიგო: კუპატაძე,კირკიტაძე, მეგრელიშვილი, ლოვრეჩიჩი,;
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სიონი: მერლანი, სვანიძე, კილასონია, ფოფხაძე (ტატანაშვილი77’), გურეშიძე (მანაგაძე 20’), საჯაია, გვალია, ვასაძე, მანჯგალაძე, კობახიძე, გოგინაშვილი (გაფრინდაშვილი 46’);
სათადარიგო: ნანიევი, გიორბელიძე, შალამბერიძე, ოთარაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლი:1:0 მუმლაძე 33’ 1:1 ვასაძე 54’
გაფრთხილება: კაკაშვილი 45’ რეხვიაშვილი 59’ (ორივე საჩხერე), მანჯგალაძე 71’, ვასაძე 85’, გაფრინდაშვილი 90+1’ ( სამივე სიონი),

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.