რეპეტიცია “თამაზ სტეფანიაზე”

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლოს წინა ტურის შეხვედრას, ბოლნისის “სიონი” საკუთარ მოედანზე გამართავს. ბოლნისელთა მეტოქე ჩემპიონატის უდაო ლიდერი – თბილისის “დინამოა”. ორივე გუნდისთვის მთავარი მატჩი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალია. ხვალ კი, ერთგვარ მოთელვას გაივლიან. ბოლნისელებისთვს ევროზონაში მოხვედრის შანსი, თასის ფინალის მოგებაა. თუმცა, ევროსაგზურის მოპოვების შანსს ჩემპიონატიდანაც ინარჩუნებენ, ეს იმ შემთხვევაში, თუკი, “სიონი” დარჩენილ ორ თამაშს, “დინამოსთან” და “სამტრედიასთან მოიგებს, ხოლო საჩხერის “ჩიხურა” “შქურასთან” და “საპოვნელასთან” ქულებს დაკარგავს.
გასულ ტურში, “სიონმა” საჩხერედან ერთი ქულის წამოღება შელო, თბილისის “დინამომ”პი კი, საკუთარ არენაზე, “გურიას” მოუგო.
ორივე გუნი დანაკლისითაა. დისკვალიფიკაციის გამო, მასპინძებს ვასაძე და მანჯგალაძე დააკლდებათ, ხოლო თბილისელებს – გვლესიანი, გელაშვილი, კაკაბაძე და ამისულაშვილი.
“სიონი” – “დინამოს” დოგრაშვილი იმსაჯებს, მას კუპატაძე, მაჩიტიძე და ხორავა (სათადარიგო) დაეხმარებიან.

მატჩი, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 14 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.