არმაზ ჯელაძე:”უფრო მნიშვნელოვანი თამაში წინ გვაქვს”

“დინამოსთან” წაგებული მატჩის შემდეგ, ბოლნისის “სიონის” თავკაცმა თამაში შეაფასა. ჯელაძემ მადლობა გადაუხადა თავის ფეხბურთელებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა,რომ თამაშით უკმაყოფილო არაა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩემპიონებს ტოლი არ დაუდეს. მიუხედავად მარცხისა დღევანდელი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. მათ მოგებას არც არავინ სთხოვდა. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი თამაში წინ გვაქვს, სადც იმედია გამარჯვებულები ჩვენ გამოვალთ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომლებიც დღეს სტადიონზე მოვიდნენ და ბოლომდე უგულშემატკივრეს ჩვენს გუნდს. მათ მხარდაჭერა ყოველთვის გვჭირდება, ჩვენც ჩვენის მხრივ ყველაფერს ვიზამთ მათ გასახარებლად. “სიონი” ყველაფერს გააკეთებს თასის მოსაპოვებლად.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.