ბოლო საშინაო მატჩი და დებიუტანტის გოლი “თამაზ სტეფანიაზე”

27–ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო საშინაო შეხვერდა ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართა, სადაც ანგარიშით – 1:2 დამარცხდა.
გუნდებს შორის მთავარი მატჩი, 18 მაისს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისი ფინალში უნდა შედგეს, ამიტომ ბოლნისელთა თავკაცმა, რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელი დაასვენა და თბილისელებს დუბლების ფეხბურთელებით დაუხვდა. მიუხედავად ამისა, ბოლნისელ ფეხბურთელებს ტოლი არ დაუდიათ მეტოქისთვის და სახიფათოდაც უტევდნენ, თუმცა მიზანს მხოლოდ ერთხელ, მატჩის მიწურუს მიაღწიეს.
შეხვედრაში პირველი გოლი 42–ე წუთე გავიდა. დინამოელები ნანიევის კარისკენ ურტყავდნენ, მაგრამ ბურთ რიკოშეტით გაფრინდაშვილს მოხვდა, გადმოვარდნილ ბურთზე ფოფხაძეს ლობჟანიძემ დაასწრო და ახლოდან ნანიევს აუღებელი დაურტყა – 0:1.
გოლამდე ქვილითაიას ქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ ნანიევმა ყველა სიტუაციაში აჯობა და ურთულესი ბურთები მოიგერია.
გოლის გატანის კარგი შანსი ქონდა ლაშა მანაგაძეს, რომელმაც მთლიანობაში მშვენიერი მატი ჩაატარა. მან მოედნის სიღრმეში,დინამოელს ბურთი მოპარა, გაითამაშა შალამბერიძესთან, რომელმაც ფლანგიდან საჯარიმოში ისევ მანაგაძის მისამართით ჩააწოდა, თუმცა დასწრებაზე უჩა ლობჟანიძემ უკეთ ითამაშა.
გაშვებული გოლის შემდეგ, ბოლნისელთა დაცვა არადამაჯერებლად მოქმედებდა. ჯინჭარაშვილის შეცდომა ფოფხაძემაც ვერ გამასწორა, მას ქვილითაიამ აჯობა და მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა –0:2.
მეორე ტაიმში ბოლნისელები უკეთესად გამოიყურებდიდნენ და შეტევებსაც მეტი სიმწვავე მისცეს. არმაზ ჯელაძემ ცვლილებებს მიმართა და ამან გაამართლა კიდეც. მოედანზე დუბლების ფეხბურთელს, ახალგაზრდა ნახევარმცველს შკუბულიანს უხმო, რომელმაც პრესტიჟის გოლის გატანა შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანა.
29 ტურის შემდეგ, “სიონმა” 47 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას, 22 მაისს, სამტრედიაში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

14.05.2016 ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი
სიონი – დინამო თბ. 1:2

გოლი: 0:1 ლობჟანიძე 42’, 0:2 ქვილითაია 44’, 1:2 შკუბულიანი 90’
სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, შალამბრიძე (ტატანაშვილი 72’), საჯაია (შკუბულიანი 66’), გვალია, მანაგაძე, ვიერა მედინა;
სათადარიგო: მერლანი, რაზმაძე, ბეჟაშვილი, ამაღლობელი, უგრეხელიძე.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დინამო: რიდჩკა, ლობჟანიძე, ჯანელიძე (ჭანტურიშვილი 56’), ქვილითაია (ლილუაშვილი 76’), კიტეიშვილი (პარუნაშვილი 68’), თევზაძ, გურული, ალვარო, ლობჟანიძე ს. ჯიღაური, ჭელიძე;
სათადარიგო: ბეგაშვილი, მიქელაძე, ფერეირა, ზარია.
მწვრთნელი: ბანისლავი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.