გეგუჩაძემ ნაკრებში გაფრინდაშვილს უხმო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა, გია გეგუჩაძემ, შვედეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის, “სიონიდან” გიორგი გაფრინდაშვილს უხმო.

21 წლის ნახევარმცველი, გეგუჩაძემ, პირველად გაცნობითი ხასიათის ვარჯიშზე გამოიძახა, ახლა კი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებაშიც უხმო.

21-წლამდელები, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” დღეს შეიკრიბნენ, სადაც 30 მაისამდე მოემზადებიან. ნაკრები შვედეთში 31 მაისს გაემგზავრება, სადაც 3 ივნისს, შვედეთს დაუპირისპირდება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.