“სიონი” შეიკრიბა

ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ჩემპიონატის მზადება აქტიურად დაიწყო. გუნდი დღეს პირველად შეიკრიბა და “მჭედლიძეზე” ივარჯიშა. “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა ჩვენს ვებ-გვერდთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში ლეგიონერებსაც ელოდებიან.

“გუნდში ექვსი ახლწვეული გვყავს. რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა “სიონი”, თუმცა ახალი ფეხბურთელებით გავძლიერდით. მზადება ჩემპიონატისთვის დღეს დავიწყეთ და ვგეგმავთ რამდენიმე ტესტ-მატჩს. პირველი ვარჯიშზე აქცენტი ძალის აღდგენაზე გავაკეთეთ. ამ ექვსი ფეხბურთელის გარდა კიდევ ვაპირებთ ახალი ფეხბურთელების დამატებას, მათ შორის ლეგიონერების”.

ბოლნისური კლუბის ღირსებას, ერთი წლის განმავლობაში – კასრაძე, ჯანელიძე, შინდაგორიძე, სიხარულიძე, ლობჯანიძე და თოთაძე დაიცავენ.
“სიონი” პირველ ამხანაგურ შეხვედრას, 22 ივნისს, აზერბაიჯანულ “გაბალასთან” გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.