“სიონი” პირველ ტესტ–მატჩს ხვალ გამართავს

ბოლნისის “სიონი” ჩემპიონატისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. მოსამზადებელი პერიოდი გუნდმა კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო. ბოლნისურ კლუბს, ამ ეტაპზე ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, აზერბაიჯანის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “გაბალასთან”.
აზერბაიჯანული კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თბილისში ემზადება. აზერბაიჯანელებმა, ერთი ამხანაგურ შეხვედრა, ქართულ კლუბთან, უკვე გამართეს და უჩა სოსიაშვილის გუნდს, ანგარიშით – 2:0 მოუგეს.

“სიონი” პირველ ტესტ–მატჩს, ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, 17:30 საათზე გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.