“სიონის” პირველი ამხანაგური მატჩი და მარცხი “გაბალასთან”

ბოლნისის “სიონმა” პირველი ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანის “გაბალასთან” გამართა და ანგარიშით – 4:0 დამარცხდა.
ბოლნისელებმა ახალი სეზონისთვის მზადება ხუთი დღის წინ დაიწყეს. გუნდში რამდენიმე ახალწვეულია და არცაა გასაკვირი, რომ ფეხბურთელებს შეთამაშება აკლია, რაც დღევანდელ მატჩში კარგად გამოჩნდა. აზერბაიჯანელები კი, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების მეორე ეტაპს გადიან.
არმაზ ჯელაძემ დღეს ახალწვეულებთან ერთად დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებიც ათამაშა. გარკვეული მიზეზების გამო, მთავარმა მწვრთნელმა დაჩი ფოფხძე და გიორგი ვასაძე დაასვენა. ტრავმის გამო, ვერ ითამაშა ზვიად ლობჯანიძემ და ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ.
“სიონი” აზერულ გუნდთან კიდევ ერთხელ ისპარინგებს. შეხვედრა 26 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.