“სიონის” მეორე ტესტ–მატჩი და ფრე “გაბალასთან”

ბოლნისის “სიონმა” მეორე ამხანაგური შეხვედრა, ისვე აზერბაიჯანის “გაბალასთან” გამართა. გუნდები ამჯერად, ერთმანეთს თბილისის ზღვაზე მდებარე, “ზესტაფონის” ბაზაზე დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ფრე – 1:1 დასრულდა. პირველი გოლი აზერბაიჯანელებმა, ნანიევს სტანდარტულიდან გაუტანეს. ანგარში კი, მეორე ტაიმში, ჯანელიძის პასით, სიხარულიძემ გაათანაბრა.
ბოლნისელთა რიგებში, უცხოელი ფეხბურთელი გამოჩნდა. არმაზ ჯელაძე, 24 წლის ნახევარმცველს აკვირდება, რომელიც ბოლოს “ომანის” ღირსებას იცავდა. მთავარ მწვრთნელს მისი გამოცვლა პირველ ტაიმშივე მოუხდა, სიდიმ აზერბაიჯანელ ფეხბურთელთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მოედანზე მანაგაძე გამოვიდა.

აზერბაიჯანულმა კლუბმა,მოსამზაებელი ეტაპი თბილისში დღეს დაასრულა. “გაბალა” სამშობლოში გაემგზავრა.

პირველი ტაიმი: ნანიევი – კასრაძე, გიორბელიძე, თოთაძე, ხურცილავა – სიდი (მანაგაძე), ვასაძე – ჯანელიძე, ლობჯანიძე, კობახიძე – სიხარულიძე.
მეორე ტაიმი: ნანიევი – თოთაძე, კასრაძე, სვანიძე, ხურცილავა – ვასაძე, (ფოფხაძე), შკუბულიანი (კობახიძე), ლობჯანიძე, ბეჟუაშვილი (ჯანელიძე) – მანაგაძე, სიხარულიძე (ჯინჭარაშვილი).

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.