“სიონი” მესამე ამხანაგურ მატჩს “გაგრასთან” გამართავს

ბოლნისის “სიონი” მზადებას განაგრძობს. არმაზ ჯელაძის გუნდი, მესამე ამხანაგურ შეხვედრას, პირველ ლიგაში მოასპარეზე “გაგრასთან” გამართავს. გუნდები თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე, ხვალ ისპარინგებენ.
შეხვედრა, ხვალ 29 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება.
“სიონმა” ორი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა. ბოლნისელები ორჯერვე, ევროპის ლიგაზე მოასპარეზე აზერბაიჯანის “გაბალას” ეთამაშნენ, სადაც ერთხელ დამარცხდნენ და ერთიც ფრე ითამაშეს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.