არმაზ ჯელაძე: “”სიონი” წელსაც ამბიციური და ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება”

ჩატარებული სამი ამხანაგური მატჩის შემდეგ, ბოლნისის “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა, არმაზ ჯელაძემ ჩვენს ვებ–გვერდზე თამაშები შეაჯამა და აღნიშნა, რომ პროგრესი ჩანს და კმაყოფილია ახალწვეულების ადაპტაციით.

“სამი ამხანაგური შხვედრა ჩავატარეთ. პირველი თამაში “გაბალასთან” გვქონდა, სადაც ახალწვეულებთან ერთად, სამი სინჯის ფეხბურთელი ვათამაშეთ. ამ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დავმარცხდით. არც იყო გასაკვირი, ვინაიდან გვაკლდენენ ფეხბურთელები, ხუთი დღის შეკრებილები ვიყავით და შეთამაშების პრობლემაც იყო. მეორე შეხვედრაში, ისევ “გაბალსთან”, შედარებით დალაგებულები და მობილიზებულები გავედით.
რაც შეეხება მესამე ამხანაგურს გაგრასთან. გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, შევქმენით ბევრი სახიფათო მომენტი და მხოლოდ ორი ვაქციეთ გოლად. კმაყოფილი ვარ პროგრესით, ბიჭების გარჯით. დღეს კარგად გამოჩნდა, რომ ახალწვეულები ადაპტაციას კარგად გადიან. ჩვენ კიდევ ვგეგავთ რამდენიმე ტესტ–მატჩს. ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდებით. “სიონი” წელსაც ამბიციური და ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება”, – აღნიშნა ჯელაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.