მესამე ტესტ–მატჩი და გამარჯვება “გაგრასთან”

ბოლნისის “სიონმა” მესამე ამხანაგური შეხვედრა, პირველ ლიგაში მოასარეზე, “გაგრასთან” გამართა და ანგარიშით – 2:0 იმარჯვა.
არმაზ ჯელაძის შეგირდები, წინა სპარინგებისგან განსხვავებით, უფრო მეტად შეთამაშებულები და მობილიზებულები იყვნენ. სპარინგ–პარტნიორი მთლიანად დაჯაბნეს და ორი უპასუხო გოლიც გაუტანეს.
პირველი გოლი ბოლნისელებმა სტანდარტულიდან გაიტანეს. ირაკლი სიხარულიძე “გაგრელთა” კაპიტანმა საჯარიმოს სიახლოვეს წააქცია. საჯარმო დარტყმა გიორგი ჯანელძემ ზუსტად შეასრულა. მან ბურთი ცოცხალ კედელას გადაატარა და მეკარეს მარჯვენა ცხრიანში გაუტანა. ამის შემდეგ, ბოლნისელებს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. ორამდე ანგარიში კი, ჯაბა უგულავამ გაზარდა. მან მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით, ძლიერად დაურტყა “გაგრელთა” მეკარეს, რომელიც უძლური აღმოჩნდა – 2:0.
გოლის გატანის შანსი ჰქონდა მეტოქესაც. საჯარიმოში უხეში თამაშისთვის, ნანიევის კარში, 11–მეტრიანი დანიშნა. “გაგრელთა” კაპიტანმა უხეიროდ შეასრულა და კარს დიდი მანძილით ააცილა.

“სიონმა” სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. აქედან ერთხელ დამარცხდა, ერთი ფრე ითამაშა და ერთი მოიგო.

პირველი ტაიმი: ნანიევი, ფოფხაძე, კასრაძე, სვანიძე, გაფრინდაშვილი, ჯინჭარაშვილი, ვასაძე, ჯანელიძე, ლობჯანიძე, კობახიძე, სიხარულიძე.

მეორე ტაიმი: ნანიევი, სვანიძე, თოთაშვილი, კასრაძე (ბეჟუაშვილი), გაფრინდაშილი, ჯანელიძე, ვასაძე, ხურცილავა, შკუბულიანი, უგულავა, სიხარულიძე (გოგოლიძე).

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.