“სიონი” მორიგ ტესტ–მატჩს ირანის უმაღლესი ლიგის გუნდთან გამართავს

ბოლნისის “სიონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს, ირანის უმაღლესი ლიგის დებიუტანტ გუნდთან, “ტაბრიზთან” გამართავს. არმაზ ჯელაძის გუნდისთვის, ეს მეოთხე საკონტროლო შეხვედრა იქნება.
ბოლნისელებმა ორჯერ “გაბალასთან ისპარინგეს, სადაც ერთ შეხვედრაში 4:0 დამარცხდნენ, ხოლო განმეორებითში ფრე – 1:1 ითამაშეს. პირველი ლიგის წარმომადგენელ “გაგრასთან” კი, 2:0 მოიგეს.
“ტაბრიზთან” შეხვედრა, 4 ივლისს, თბილისში, ზესტაფონის ბაზაზე, 18:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.