“სიონმა” მეოთხე საკონტროლო მატჩი “ტაბრიზთან” გამართა

ბოლნისის “სიონი” ჩემპიონატისთვის მზადბას აქტიურად განაგრძობს. არმაზ ჯელაძის გუნდმა მეოთხე ტესტ–მატჩი გამართა და მინიმალური ანგარიშით – 3:2 დამარცხდა.
“სიონის” მეტოქე, უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, ირანის “ტაბრიზი” იყო. გუნდებმა, თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის ბაზაზე, დღეს ისპარინგეს.
შეხვედრაში ანგარიში, ლაშა თოთაძემ გახსნა. საჯარიმოს სიახლოვეს შინდაგორიძეზე თამაშის წესი დაირღვა. სტანდარტული დარტყმა კი, თოთაძემ ზუსტად შეასრულა – 1:0.
ირანელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. მათ კონტრშეტევაზე კარგად ითამაშეს, ადვილად გაარღვიეს ბოლნისელთა დაცვა და ნანიევს აუღებელი დაურტყეს – 1:1.
ბოლნისელთა რიგებში, ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. არმაზ ჯელაძე ორ ნახევარმცველს აკვირდება. ბრაზილიელ სანტოსს და ოსს ალსოევს. ალსოევმა პირვალი ტაიმი ითამაშა, ხოლო მეორეში სანტოსი ჩაერთო.
პირველი ტაიმის მიწურულს, “სიონის” დაცვა ჩავადა რაც გოლის ფასად დაუჯდათ. სტანდარტულიდან ჩაწოდებულ ბურთზე თოთაძემ ცუდად ითამაშა, ამით ირანელმა ფეხბურთელმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ბოლნისელებმა ანგარში ამჯერად 11–მეტიანის ნიშნულიდან გაათანაბრეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ირაკლი სიხარულიძე თამაშობდა, თუმცა მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. პენალტი თავად შეასრულა – 2:2.
შეხვედრის მეორე ნახევარში არმაზ ჯელაძემ გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. პირველი ტაიმის მსგავსად, “სიონის” ფეხბურთელები ბევრ საგოლე მომენტს ქმნიდნენ, თუმცა რეალიზებას ვერ ახდენდნენ. ირანელები წინ, მატჩის მიწურულს გავიდნენ. მიუხედავად იმისა, მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმეტრანის ნიშნლიან ნანიევს ვერ გაუტანეს, მისი კარის აღება მაინც მოახერხეს.
გუნდებს შორის კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა, 10 ივლისს გაიმართება.

პირველი ტაიმი: ნანიევი, კასრაძე, თოთაძე, ჯინჭარაშვილი, გაფრინდაშვილი, ხურცილავა, ალსოევი, შინდაგორიძე, ვასაძე, ჯანელიძე, სიხარულიძე.
მეორე ტაიმი: ნანიევი, კასრაძე, თოთაძე, ხურცილავა (გიორბელიძე), ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე (უგულავა), ლობჯანიძე, სანტოსი, ჯანელიძე, სიხარულიძე (გოგოლიძე).

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.