“სიონმა” ვიცე– ჩემპიონთან ისპარინგა

საქართვეოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ბოლნისის “სიონი” მზადებას კი, აქტიურად აგრძელებს. არმაზ ჯელაძის გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი “სამტრედიის” წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით – 1:2 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, “სიონმა” ერთ–ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა, აქსამდე გამართულ ტესტ–მატჩებს შორის.
თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. ორივ ე გუნდის კართან სახიფათო მომენტები იქმნებოდა, თუმცა მიზანს პირველებმა ბოლნისელებმა უწიეს.
მარცხენა ფლანგზე ზვიად ლობჯანიძემ ითამაშა კარგად, რომელმაც ვასაძეს დაუგორა, მან კი ჯანელიძე მოძებნა, რომელმაც გაფრინდაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. სამტრედიელებს გაფრინდაშვილის შეჩერება წესების დარღვევით მოუხდათ, რის გამოც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, 11–მეტრიანი დანიშნა. პენალტი გიორი ჯანელიძემ შეასრულა, რომელიც მიგინეიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კობახიძემ ივარგა და ანგარიში გახსნა – 1:0. ამ ეპიზოდამდე ვოლკოვს ქონდა ორი კარგი შანსი, თუმცა ერთხელ კარს მცირე მანძილით ააცილა, ერთხელაც სამტრედიელთა კარის დარაჯმა აჯობა.
გიული მანჯგალაძემ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, ვასაძეს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. სტანდარტული თოთაძემ შეასრულა, მან ბურთი ძლიერად, დაბალ კუთხეში გადაგზავნა, თუმცა მიგინეიშვილმა ნახტომში მაინც შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.
გოლის გატანის შანსი ჰქონდა ზვიად ლობჯანიძესაც. გიორგი ჯანელიძის საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ითამაშა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ბოლნისლეთა დაცვამ შეცდომა დაუშვა. თოთაძემ სამტრედიელთა შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა. შერგელაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად სახიფათო მომენტებით დახუნძრული გამოდგა. ილუშჩენკოვმა, რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლისგან, მაგრამ თამაშის მიწურულს, შეცდომა დაუშვა, რითაც ნინუამ ისარგებმა და სამტრედიელებს გამარჯვება მოუტანა.

სფფ–ს ტექნიკური ცენტრი “ბასა” 22.01.2016

სიონი – სამტრედია 1:2

გოლები: კობახიძე 1:0, შერგელაშვილი 1:1, ნინუა 1:2

პირველი ტაიმი: ილუშჩენკოვი, კასრაძე, თოთაძე, ხურცილავა, გაფრინდაშვილი, სანტოსი, ჯანელიძე, ვასაძე, კობახიძე, ლობჯანიძე, ვოლკოვი.
მეორე ტაიმი: ილუშჩენკოვი, კასრაძე, თოთაძე, გაფრნდაშვილი, ხურცილავა (გიორელიძე), სანტოს, ვასაძე, ჯანელიძე (უგულავა), ლობჯანიძე (შინდაგორიძე) კობახიძე (სიხარულიძე) ვოლკოვი (ფოფხაძე).

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.