არმაზ ჯელაძე: “სიონი” გარდამავალ ჩემპიონატში ღირსეულად იასპარეზებს”

ბოლნისის “სიონმა” გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩვენს ვებ–გვერდთან ისაუბრა თუ რამდენად ნაყოფიერად ჩაატარა გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი და რა მოლოდინებია.
“მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გავიაეთ და რვა საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ, გასაკვირი არაა. ეს მოსამზადბელი პერიოდია. გუნდში ბევრი ახალწვეული გვყავს და ეს ტესტ–მატჩები კარგი იყო შეთამაშების პრობლემის მოსახსნელად. ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომლის ამოსაფხვრელად კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა ვფიქრობ ეს ხარვეზები მალე გამოსწორდბა. მჯერა ჩემი ფეხბურთლების და ვფიქრობ ჩემპიონატში კარგ შედეგს დადებენ. ჩვენ ვიქნებით, ამბიციური, მებრძოლო გუნდი. ჩემი მოლოდინია, რომ “სიონი” გარდამავალ ჩემპიონატში ღირსეულად იასპარეზებს”,– აღნიშნა არმაზ ჯელაძე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.