“სიონმა” ბოლო საკონტროლო მატჩი “მცხეთა პარკზე” გამართა

ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. არმაზ ჯელაძის გუნდმა ბოლო საკნტროლო მატჩი, დღეს, “მცხეთა პარკზე”, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავდიდა. მასპინძებმა აუტიდან ჩამოაწოდეს ბურთი, ართმევაზე კობახიძემ წესების დარღვევით ითამაშა, ხოლო სტანდარტული ღუდუშაურმა ზუსტად შეასრულა – 1:0.
ბოლნისურმა კლუბმა მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა და რვა საკონტროლო მატჩი გამართა.

მცხეთა. “მცხეთა პარკი”

ვიტ ჯორჯია – სიონი 1:0

სიონი (პირველი ტაიმი): ნანივი – ხურცილავა, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, – სანტოსი, ჯანელიძე – ლობჯანიძე (შინდაგორიძე), კობახიძე (გიორბელიძე) – ვოლკოვი, სიხარულიძე.

მეორე ტაიმი: ნანიევი –ხურცილავა, კასრაძე, თოთაძე (ფოფხაძე), გიორბელიძე – სანტოსი, ჯანელიძე – შინდაგორიძე, ვოლკოვი (გადრანი) – სიხარუიძე (ალი), უგულავა.

შეგხსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი, 7 აგვისტოს დაიწყება. “სიონი” პირველი ტურის შეხვედრას, “საბურთალოს” წინააღმდეგ, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.