“სიონი” პირველობისთვის ბრძოლას “საბურთალოსთან” იწყებს

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იწყება. 28–ე ეროვნული პირველობისთვის 14 გუნდი იბრძოლებს. ბოლნისის “სიონი” წითელ ზონაში – “დილასთან”, “სამტრედიასთან”, ფოთის “კოლხეთთან”, ბათუმის “დინამოსთან” და “ზუგდიდთან” ერთად მოხვდა. ტურნირი გარდამავალი ჩემპიონატის სტატუსით ჩატარდება. გუნდები ორ 7-7 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. გათამაშება ორ წრედ ჩატარდება და დეკემბერში დასრულდება. ბოლნისური კლუბი, პირველ შეხვედრას, ხვალ, საკუთარ კედლებში, “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრას, ვადაჭკორია განსჯის, მას მენთეშაშვილი, ჭიჭინაძე, ნინუა (სათადარიგო) დაეხმარებიან. სტუმრებს, დისკვალიფიკაციის გამო, გურამ გოშთელიანი დააკლდება.

“სიონი” – “საბურთალოს” მატჩი, ხვალ, 7 აგვისტოს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 17:30 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.