გაძევება “თამაზ სტეფანიაზე” და დაკარგული სამი ქულა

გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატით მიმდინარე 28–ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ბოლნისის “სიონმა”. არმაზ ჯეალაძის გუნდი, საკუთარ კედლებში, “საბურთალოსთან” – 1:2 დამარცხდა.

ბოლნისელებმა რეალური საგოლე მომენტი 21–ე წუთზე შექმნეს, თუმცა მიზანს ვერ უწიეს. ვოლკოვის დარტყმული სტუმართა კარს მცირე მანძილით ასცდა. შეხვედრაში ანგარიში, 36–ე წუტზე გაიხსნა. თბილისელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოეს, რომელიც ხარაიშვილმა ჩააწოდა და პენიას თავურით დაწინაურდნენ, მაგრამ მათი სიხარული ხანგრძლივი არ ყოფილა, სულ რაღაც ორ წუთში მოედნის ცენტრიდან თოთაძის კარგ ჩაწოდებას საჯარიმოში ვოლკოვი გამოეხუმარა, რომელმაც ლამაზი თავურით წონასწორობა აღადგინა – 1:1.

მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე სტუმრები დაწინაურდნენ. ამჯერად თავი ტერამ გამოიჩინა. მან ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ თავურით ანგარიში გაზარდა – 1:2.

“სიონს“ მატჩის მიწურულს შეეძლო გათანაბრება. ლაშა შინდაგორიძის სახიფათო დარტყმა, ოთო გოშაძემ მოიგერია.
მსაჯის მიერ კომპესირებულ დრო ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ, ჯერ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი სათადარიგოთა საკმიდან გააძევა, შემდეგ კი „სიონის“ მცველს, დავით ხურვილავას წითელი ბარათი მისცა. ბოლნისელთა მცველს ბურთი ხელზე მაშინ მოხვდა, როცა თბილისელები კონტრშეტევას ახორციელებდნენ. მსაჯმა განგებ თამაშში ჩაუთვალა და მოედანი დროზე ადრე დაატოვებინა.
მოგვიანებით, მოედანზე მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც საფინალო სასტვენიც გაისმა.
“სიონი” მორიგ შეხვედრას, სტუმრად, “სამტრედიის” წინააღმდეგ, 14 აგვისტს გამართავს.

ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი. 07.08.2016

სიონი – საბურთალო 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 გარსია პენია 36′, 1:1 ვოლკოვი 38′, 1:2 ჩაბრაძე 50′

სიონი: ნანიევი, სვანიძე (კობახიძე 53), კასრაძე, თოთაძე, ხურცილავა, გაფრინდაშვილი, ჟადერი (უგულავა 73), ვასაძე, ჯანელიძე, ვოლკოვი, სიხარულიძე (შინდაგორიძე 65′).

სათადარიგო: ილუშენკოვიჩი, გიორბელიძე, ფოფხაძე, ლობჯანიძე.

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ხარაიშვილი, ჩაბრაძე (ბიძინაშვილი 75′), ტერა (მამუჩაშვილი 82′), სორომაძე, გარსია პენია (ბუხაიძე 89′).

სათადარიგო: ქურდაძე, ნადარაია, ხარა კოლადო, ცაცკრიალაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: პაბლო მარტინი

მთავარი არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია;
გაფრთხილება: მარგვეაშვილი 14′, თოთაძე 27′, ჩაბრაძე 45′, ვასაძე 57, კასრაძე 80′, გაფრინდაშვილი 90′, კარასკო 90′, გოშაძე 90′.

გაძევება: ხურცილავა 90′

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.