“სიონი” ნახევარმცველით გაძლიერდა

ბოლნისის “სიონის” ღირსებას, ნახევრამცველი – ირაკლი ძარია დაიცავს. 28 წლის ფეხბურთელი, ბოლნისურ კლუბს, გარდამავალ ჩემპიონატში დაეხმარება. იგი ორი დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

კლუბის ვებ–გვერდთან ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:
” მოხარული ვარ, რომ “სიონსა” და ჩემს შორის შეთანხმება მოხდა. აქ მოთამაშე ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობ და შეთამაშების პრობლემა ვფიქრობ, არ იქნება. გარკვეული პრობლემების გამო, უცხოეთში გადასვლა ვერ მოვახერხე, ამიტომ საქართველოს ჩემპიონატში, “სიონის” რიგებში თამაში ვარჩიე. შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი.
გუნდმა ერთი თამაში უკვე გამართა, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით მივადევნე თვალი. “საბურთალოსთან” დასანანი მარცხი იყო, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინ არის. შევეცდები დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში”.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.