მარცხი “ეროსი მანჯგალაძეზე” და ვოლკოვის მეორე გოლი

გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატით მიმდინარე 28–ე ეროვნული ჩემპინატის მეორე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონი”, სტუმრად “სამტრედიასთან” ანგარიშით – 4:1 დამარცხდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზება მასპინძებმა შეძლეს.
შეხვედრაში ანგარიში 28–ე წუთზე გაიხსნა. ბოლნისელთა დაცვა მთლიანად ჩავარდა, ბურთი საჯარიმდან ვერ ამოიტანეს, ამით კი არაბულმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
34–ე წუთზე სტუმრებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს. მარჯვენა ფლანგზე ბურთი ფოფხაძემ მიიღო, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთზე შინდაგორიძემ ითამაშა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, იგი შეტევაში დააჯარმა.

შეხვედრის მე–40–ე წუთზე თავი ისევ ფოფხაძემ გამოიჩინა, მან კუთხური გამოიმუშავა. სტანდარტულიდან ჩაწოდებული ბურთი კი, მიგინეიშვილმა კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია. ზუსტად ორ წუთში არაბული დაემუქრა ბოლნისელთა კარს, მაგრამ უკრაინელმა მეკრემ უკეთ ითამაშა და ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა. ტაიმის მიწურულს შინდაგორიძეს ქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა მიზანს მცირედით ააცილა.

შეხვედრაში მეორე გოლი 53–ე წუთზე გავიდა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ზივზივაძემ ითამაშა ზუსტად – 2:0. გაშვებული გოლის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მოედანზე ბოლნსელთა ახალწვეულს ირაკლი ძარიას უხმო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად პირველად ითამაშა, ნახევრამცველმა თავისი სამუშაო კარგად გაწია, მან 11–მეტრიანიც გამოიმუშავა, რომელიც ვოლკოვმა ზუსტად შეასრულა.
60–ე წუთზე სიხარულიძე ცდილობდა მიგინეიშვილის კარის აღებას, თუმცა მას ხელი მასპინძელთა დაცვამ შეუშალა. აღნიშნული ეპიზოდი სადაო იყო, ფეხბურთელები 11–მეტრანს ითხოვდნენ, თუმცა დოგრაშვილმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეპიზოდიდან, მალევე მასპინძებმა კონტრშეტევა განახორციელეს, თოთაძეს ზივზივაძე გაექცა, რომელმაც დუბლი გაიფორმა – 3:0.
ბოლნისელები კიდევ ერთ გაშვებულ გოლს, ფოფხაძემ იხსნა. გამყრელიძემ, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, ძლიერად დაარტუა ილუშენკოვიჩის კარის მიმართულებით. უკრაიმელმა მეკარემ ბურთი მუშტებით მოიგერია და შეჯახებიისას წაიქცა, გადმოვარდნილ ბუთზე სამტრედიელებმა ითამშეს, თუმცა ფოფხაძემ ჩარბენა და კარის ხაზთან ბურთის თავით მოგერიება შეძლო. ამ ეპიზოდში კი გადარჩნენ სტუმრები, მაგრან 85–ე წუთზე მაინც გაუშვეს მეოთხე გოლი. სტანდარტულიდან გათამაშებულ ბუთზე, კარგად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა გამყრელიძემ, მას თოთაძე ეთამაშებოდა, რომელსაც პოზიციურად აჯობა და ილუშენკოვიჩს ახლო კუთხეში დაუტყა.
კომპესირებულ დროში სიხარულიძეს ქონდა შანსი. მისი თავით დარტყმული ბურთის მოგერიება მიგინეიშვილს არ გასჭირვებია. შეხვედრის ბოლო წუთზე, ვოლკოვმა ბურთი მეკარეს გაარტყა. დამატებაზე სიხარულიძემ ითამაშა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას “თამაზ სტეფანიაზე” ფოთის “კოლხეთთან” გამართავს.

14.08.2016 ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი
სამტრედია-სიონი 4:1

გოლები: 1:0 ბაჩანა არაბული (28), 2:0 ბუდუ ზივზივაძე (50), 3:0 ბუდუ ზივზივაძე (61), 3:1 დავით ვოლკოვი (პენ, 74), 4:1 გიორგი გამყრელიძე (84).
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვლი, ცნობილაძე (გოგიაშვილი), სანდოხაძე, შერგელაშვილი, მანჯგალაძე, დათუნაიშვილი (კაპ), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (ჯიქია), მარკოზაშვილი (გამყრელიძე).
სათადარიგო: მეშველიანი, მჭედლიშვილი, ახალაძე, ნინუა.
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
სიონი: ილუშენკოვიჩი, კასრაძე, თოთაძე (კაპ) , ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, სანტოს ფერნანდესი ვასაძე (ძარია), ჯანელიძე (ლობჯანიძე), ვოლკოვი, სიხარულიძე, შინდაგორიძე (კობახიძე).
სათადარიგო: ნანიევი, უგულავა, სვანიძე, ბასალი.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მთავარი არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.