“სიონი” სამი ქულისთვის “კოლხეთთან” იბრძოლებს

“სიონი” უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრას, ხვალ გამართავს. ბოლნისელები, “თამაზ სტეფანიაზე”, ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლებენ. შეხვედრას არმაზ ჯელაძის გუნდი დანაკლისის გარეშე ხვდება. დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა, დავით ხურცილავას. მან ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, ხელით თამაშისთვის, წითელი ბართი მიიღო, რის გამოც “სამტრედიასთან” გუნდს ვერ დაეხმარა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ ომარ გოგონაია დააკლდებათ.

წითელი ზონის ცხრილში, ჩვენი მეტოქე სამი ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. ფოთელებმა პირველ ტურში “ზუგდიდს” მინიმალური ანგარიშით მოუგეს. წინა ტურში კი, თბილისის “დინამოსთან” დიდი ანგარიშით (5:0) დამარცხდნენ. წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ბოლნისურ გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა.

შეხვედრას სილაგავა განსჯის. მას უკლება, სპიცინი და ვარდიძე (სათადარიგო) დაეხმარებიან.

“სიონი” – “კოლხეთის” მატჩი, 20 აგვისტოს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 17:30 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.