“სიონი” მერვედფინალში “კოლხეთს” დაუპირისპირდება

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ფოთის “კოლხეთია”.
საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, “სიონმა” ქუთაისში, ხონის “იმერეთი”, კობახიძის და ძარიას გოლებით დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, “სიონმა” თასის ფინალში ითამაშა, სადაც თბილისის “დინამოსთან”, მინიმალური ანგარიშით – 1:0 დამარცხდა.
მერვედფინალური დაპირისპირება, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 21 სექტემბერს გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.