ქულა აჭარიდან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ბოლნისის “სიონი”, “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამოს” ესტუმრა. ბოლნისელები, წითელი ცხრილის ლიდერს, ნულოვანი ფრე ეთამაშნენ და შინ ქულით დაბრუნდნენ.

არმაზ ჯელაძის და ლადო ბურდულის დუეტი მეორე თამაშია წარმატებას აღწევს. “ზუგდიდთან” გამარჯვების შემდეგ, სტუმრად, ლიდერთან ქულის აღება ადვილი საქმე არაა, თუმცა გუნდმა სწორად, მიზან მიმართულად ითამაშა და შედეგიც დადო. უნდა ითქვას, რომ “სიონს” ამ შეხვედრის მოგების დიდი შანსი ქონდა, მაგრამ მასპინძელთა მეკარე უშეცდომო იყო. აუცილებლად უნდა აღნიშნოს ბოლნისელთა მეკარის ნიკა დაუშვილის კარგი თამაშიც, მან ურთულესი ბურთები მოიგერია. ამრიგად, “სიონმა” ექვსი ტურის შემდეგ ოთხი ქულა დააგროვა და ბოლოს წინა ადგილზეა.
2

ქობულეთი. “ჩელე არენა”
დინამო ბთ – სიონი 0:0

დინამო: ტიმაფეევი, სუხიაშვილი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, თარხნიშვილი, თევდორაძე (კვანტალიანი 46′), შონია (კაპ), ქავთარაძე, მარიანოვიჩი (ლობჯანიძე 65′), ფონიავა (გეგეჭკორი 72′);
სათადარიგო: ტაკიძე, ვარშანიძე, ჭკუასელი;
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (კაპ), კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ხურცილავა, ძარია, ჯანელიძე, ვოლკოვი (სიხარულიძე 56′), კობახიძე (გიორბელიძე 75′), სუშკინი (უგულავა 88′).
სათადარიგო: მერლანი, სანტოს ფერნანდესი, სვანიძე, ვასილიევი.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მთავარი არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
გაფრთხილება: თევდორაძე 36′, ვოლკოვი 40′ , გაფრინდაშვილი 86′

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.