Archive for October, 2016

სიხარულიძის პირველი გოლი “სიონში”

26 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ თავისი პირველი გოლი გაიტანა “სიონის” შემადგენლობაში. მან გორელთ კარი 30–ე წუთზე თავური დარტყმით აიღო.

ლადო ბურდული: “ჩვენმა ბიჭებმა ვაჟკაცურად ითამაშეს”

“დილასთან” გამარჯვების შემდეგ, ბოლნისის “სიონის” გენერალურმა დირექტორმა და მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ ლადო ბურდულმა კომენტარი გააკეთა. ბურდულის თქმით, “სიონმა” პირწმინდად მეტოქეს აჯობა და ღირსეულად გაიმარჯვა.

ვოლკოვმა და სიხარულიძემ გაიტანეს. “დილა” დამარცხებულია

უმაღლესი ლიგის მე–11 ტურის შეხვედრა მოიგო ბოლნისის “სიონმა”. ბონისელებმა “თამაზ სტეფანიაზე” გორის “დილას” უმასპინძეს და ანგარიშით – 2:0 დაამარცხეს.

“სიონი” “სამტრედიასთან” დამარცხდა

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, დღეს ბოლნისის “სიონმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და ანგარიშით – 0:3 დამარცხდა.

ბოლნისის “სიონი” სვეტიცხოვლობას გილოცავთ!

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის “სიონი” სვეტიცხოვლის ბრწყინვალე დღესასწაულს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის სახელობის ტაძარში შეხვდა.

ვოლკოვი ტურის სიმბოლურში

უმაღლესი ლიგის მე–8 ტურის სიმბოლურში, გაზეთ “ლელოს” ვერსიით, “სიონის” შემტევი დავით ვოლკოვი მოხვდა. ვოლკოვმა, “საბურთალოსთან” დაპირისპირებაში ანგარიში გახსნა.

ვოლკოვის გოლი და ხარაიშვილის პენალტი – ფრე “მიხეილ მესხზე”

გარდამავალი ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა ბოლნისის “სიონმა” “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართა და ფრე – 1:1 ითამაშა. ბოლნისელებმა ხუთი ქულა დააგროვეს და წითელ ჯგუფში ბოლოს წინა ადგილზე იმყოფებიან.

Developed byMaker Ltd.