ვოლკოვის გოლი და ხარაიშვილის პენალტი – ფრე “მიხეილ მესხზე”

გარდამავალი ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა ბოლნისის “სიონმა” “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართა და ფრე – 1:1 ითამაშა. ბოლნისელებმა ხუთი ქულა დააგროვეს და წითელ ჯგუფში ბოლოს წინა ადგილზე იმყოფებიან.

საწყის წუთებშივე ბოლნისელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და პრაქტიკულად მასპინძელთა ნახევარზე დამკვიდრდნენ. რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა მასპინძელთა დაცვა სიტუაციის განმუხტავს ახერხებდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის 25–ე წუთზე ვოლკოვის დარტყმულს მაინც ვერ გადაურჩნენ. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ვოლკოვმა ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა – 0:1.

ამის შემდეგ სუშკინს ქონდა ანგარიშის გაზრდის შანსი, მაგრამ თბილისელთა კარს მცირე მანძილით ააცილა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, მასპინძებს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება. ფანცულაიას დარტყმული ნიკა დაუშვილმა კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე კი დაცვამ ითამაშა კარგად და კონტრშეტევა წამოიწყო, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ქმნიდა სახფათო მომენტბს, მაგრამ მიზანს ვერცერთმა უწია. 69–ე წუთზე კი ფანცულაიამ, ესპანელი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, დაუშვილმა ბურთზე ითამაშა, რა დროსაც გარსია პენა წაიქცა. ნონიკაშვილმა 11–მეტრიანი დანიშნა, რომელიც ხარაიშვილმა ზუსტად შეასრულა – 1:1. დამატებით დროში ნონიკაშვილმა ბოლნისელთა კარის სიახლოვეს საჯარიმო დანიშნა, რომ არა ნიკა დაუშვილის არაჩვეულებრივი თამაში, თბილისელები გამარჯვებას იზეიმებდნენ, თუმცა ხარაიშვილის შესრულებული საჯარიმო, მან ნახტომში მოიგერია.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადინზე, “სამტრედიის” წინააღმდეგ გამართავს.
volkovi janeza


“მიხეილ მესხი” (სათადარიგო).
საბურთალო – სიონი 1:1 (0:1)

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია (კოხრეიძე 78), ჩაბრაძე, სანტიაგო ხარა (მამუჩაშვილი 86), ელვინ ტერა, ალთუნაშვილი (ვაგნერი 59), ფრანცისკო გარსია პენა.
სათადარიგო: ჩოჩიშვილი, ნადარაია, ბუხაიძე, რუხაძე.
მთავარი მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, კასრაძე, გაფრინდაშვილი (გიორბელიძე 80), ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, ვასაძე, ჯანელიძე, სუშკინი (კობახიძე 69), ვოლკოვი (სიხარულიძე 85).
სათადარიგო: მერლანი, ვასილიევი, , აბასალი, სანტოს ფერნანდესი.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მთავარი არბიტრი: არსენ ნონიკაშილი

გოლები: 0:1 ვოლკოვი (25), 1:1 ხარაიშვილი (70, პენ).
გაფრთხილება: კოხრეიძე (81), ფოფხაძე (82), ფრანცისკო გარსია პენა (84).

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.