“სიონი” “სამტრედიასთან” დამარცხდა

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, დღეს ბოლნისის “სიონმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და ანგარიშით – 0:3 დამარცხდა.

ცხრა ტურის შემდეგ, ბოლნისელები, წითელ ზონაში ხუთი ქულით, ბოლოს წინა ადგილეზე იმყოფებიან. გარდამავალი ჩემპიონატი არმაზ ჯელაძის გუნდისთვის არც თუ სახარბიელოდ წარიმართა, თუმცა გუნდი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას აგრძელებს. დღევანდელ მატჩს ბოლნისელები სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს თოთაძე და ხურცილავა დააკლდა, ხოლო ტრავმის გამო ვერ ითამაშა, გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი ძარიამ.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო. საწყის წუთებში ბოლნისელები კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქის კარსაც ხშირად ემუქრებოდნენ. სუშკინმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გაანიავა, არ უმართლებდა ირაკლი სიხარულიძესაც. მარჯვენა ფლანგზე სახიფათო იყო დაჩი ფოფხაძე, რომელმაც დასარტყმელ პოზიციაზე რამდენჯერმე გაიყვანა რუსი ფორვარდი. საპასუხო შეტევებს ახორციელებდნენე სტუმრებიც, მიზანს 35–ე წუთზე მიაღწიეს. საჯარიმოს სიახლოვეს გამყრელიძემ ითამაშა კარგად, დანახა მარტო დარჩენილი რაჟამაშვილი და ზუსტი პასი გაუკეთა, რომელმაც პირდაპირ ძლიერად გადაგზავნა დაუშვილის კარში. მცდელობის მიუხედავად დაუშვილმა ვერ მოახერხა კარის გადარჩენა. ამის შემდეგ, სამტრედიელები მეტად გააქტიურდნენ და მათი შეტევები უფრო სახიფათო გახდა. მიუხედავად მცდელობებისა, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრებისგან განსხვავებით მასპინძლებს საგოლე მომენტების რეალიზება გაუჭირდათ. მე–60 წუთიდან “სიონის” სამწვრთნელო შტაბი, ვა–ბანკზე წავიდა. პასიური სუშკინი, ვოლკოვით შეცვალეს, მიუხდევად იმისა, რომ თავდამსხმელს სიცხე ჰქონდა და თავს ცოტა სუსტად გრძნობდა. მცველი ვასილიევის ნაცვლად კი, თავდამსხმელს – ჯაბა უგულავას უხმეს. ამ ცვლილებამ შედეგი ვერ გამოიღო, “სიონმა” კარში კიდევ ორი გოლი მიიღო. 69– წუთზე ზივზივაძემ, ხოლო მე–80–ე წუთზე არაბულმა გაიტანეს.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, 23 ოქტომბერს, ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავს.

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (გიორბელიძე 46′), სავნიძე (კაპ), ვასილიევი (უგულავა 68′), კასრაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ჯანელიძე, სუშკინი (ვოლკოვი 60′), კობახიძე, სიხარულიძე.

სათადარიგო: მერლანი, სანტოს ფერნანდესი, აბასალი, აფხაზავა.

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

სამტრედია: მიგინეიშვლი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, მანჯგაალძე (ცნობილიაძე 88′), დათუნაიშვილი (კაპ), გამყრელიძე (ჯიქია 65′), რაჟამაშვილი (მთივლიშვილი 85′), არაბული, ზივზივაძე;

სათადარიგო: მეშველიანი, მარკოზაშვილი, იმედაშვილი, ახალაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა

გოლი: 0:1 რაჟამაშვილი (33) 0:2 ზივზივაძე (69), 0:3 არაბული (80)

გაფრთხილება: კობახიძე (30), ჯანელიძე (33), რაჟამაშვილი (31), სანდოხაძე (44), გამყრელიძე (54).

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.