ვოლკოვმა და სიხარულიძემ გაიტანეს. “დილა” დამარცხებულია

უმაღლესი ლიგის მე–11 ტურის შეხვედრა მოიგო ბოლნისის “სიონმა”. ბონისელებმა “თამაზ სტეფანიაზე” გორის “დილას” უმასპინძეს და ანგარიშით – 2:0 დაამარცხეს.

შეხვედრა მასპინძელთა კარნახით დაიწყო და ასევე დასრულდა. არმაზ ჯელაძის შეგირდებმა მწვრთნელს დავალება ზუსტად შეასრულეს და მეტოქეს შანსი არ მისცეს. 90 წუთის განმავლობაშ მოედანზე ბოლნისელები დომინირებდნენ.
მე-20 წუთზე მასპინძლებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. შეტევა ირაკლი სიხარულიძემ წამოიწყო, მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა დაჩი ფოფხაძემ კი შორეულ ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩენილ გიორბელაძეს ჩაუწოდა, რომელმაც “დილას” კარში რამდენიმე მეტრიდან დაარტყა, თუმცა მუჯრიშვილმა ბურთის მოგერიება მოახერხა.
ბოლნისლები მწვავედ უტევდნენ სტუმარტა კარს, ზუსტად ოთხ წუთში, “დილას” დაცვამ შეტევებს ვერ გაუძლო და გოლი გაუშვა. 24-ე წუთზე გორელთა მცველმა, ეტოუმ თამაშის წესი საკუთარ საჯარიმოში ვოლკოვის წინააღმდეგ დაარღვია. 11-მეტრიანი გოლად თავად ვოლკოვმა აქცია და მასპინძლები დაწინაურა. “სიონმა” უპირატესობა მალევე ორამდე გაზარდა. 30-ე წუთზე გიორგი პაპავას შეცდომას ბოლნისელთა კონტრაშეტევა მოჰყვა, რომელიც გიორგი ჯანელიძემ წამოიწყო, მის შესანიშნავი თამაში, თოთაძემ კარგი გააგრძელა და ირაკლი სიხარულიძემ შედეგიანი თავურით დაასრულა.
შეხვედრის მეორე ტაიმში, “სიონის” ფეხბურთელებმა უპირტესობის შენარჩუნებაზე ითამაშეს და მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებაც არ მისცეს. სოსიაშვილის გუნდის დამარცხებით, ბოლნისელებმა წითელ ზონაში მეექვსე ადგილი დაიკავეს და კონკურენტ “ზუგდიდს” გადაასწრეს.
“სიონი” მორიგ შხვედრას, 5 ნოემბერს, “ზუგდიდის” წინააღმდეგ გამართავს.
volkovis-goli

ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი
სიონი – დილა 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვოლკოვი (24), 2:0 სიხარულიძე (30)

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, კასრაძე, თოთაძე,გოირბელიძე, ვასაძე, ჯანელიძე (უგულავა 85), ძარია (სანტსი 65), სიხარულიძე,ვოლკოვი (ლობჟანიძე 73).

მთავარი მწვრთნელი:
არმაზ ჯელაძე

დილა: მუჯრიშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, პაპავა (ჩახვაშვილი 56), დანკვე, ლომიძე (მათიაშვილი 60), ღონღაძე, ნონიკაშვილი, ბიარადილა, რომარიკი, ცაცკრიალაშვილი (გამცემლიძე 70).

მთავარი მწვრთნელი:
უჩა სოსიაშვილი

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.

გაფრთხილება: სვანიძე (40), თოთაძე (79)

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.