ლადო ბურდული: “ჩვენმა ბიჭებმა ვაჟკაცურად ითამაშეს”

“დილასთან” გამარჯვების შემდეგ, ბოლნისის “სიონის” გენერალურმა დირექტორმა და მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ ლადო ბურდულმა კომენტარი გააკეთა. ბურდულის თქმით, “სიონმა” პირწმინდად მეტოქეს აჯობა და ღირსეულად გაიმარჯვა.

მან თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა კარგი თამაშისთვის.

“გუნდმა დიდი ხანია თავის თამაში იპოვა, იყო რაღაც უიღბლობა. თუნდაც წინა ტურში, სადაც ფოთის “კოლხეთს” მთელი თამაშის განმავლობაში ვუტევდით და ერთი პატარა შეცდომის გამო წავაგეთ.
დღეს ჩვენ გოლი არ გავუშვით ისე მოვიგეთ, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი შეცდმის გამო, გოლებს ხშირად ვუშვებდით. თამაშები რომ ვნახოთ, თითქმის ყველა გოლი ჩვენი შცდომის ბრალია და არა მტოქის მიერ შექმნილი. ჩვენმა ბიჭებმა ვაჟკაცურად ითამაშეს, შედეგთან ერთად ხარისხიც აჩვენეს. გორის “დილას” პირწმინდად მოვუგეთ. დარჩენილ ტურებში “დილას” წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა ლადო ბურდულმა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.