ბოთლები, მანდარინები და ვნებათა ღელვა “ეროსი მანჯგალაძეზე”

უმაღლსი ლიგის მეთორმეტე ტურში, ბოლნისის “სიონი” და “ზუგდიდი” ერთმანეთს სამტრედიაში “ეროსი მანჯგლაძეზე” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

წითელი ზონის აუტსაიდერების დუელი, როგორც მოსალოდნელი იყო საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ანგარიში 31-ე წუთზე თერთმეტრიანის ნიშნულიდან დავით ვოლკოვმა გახსნა, რომელიც ირაკლი ძარიამ გამოიმუშავა. “სიონის” გოლიადორმა მალევე დუბლი გაიფორმა, 38-ე წუთზე თავური დარტყმით შეძლო მეტოქის კარის აღება. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ჯანელიძემ ზუგდიდელთა შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულს გატანა აღარ გასჭირვებია.
goli-volkovi goli-sixa-afsqa

პრინციპულ დაპირისპირებას აგრესია ნამდვილად არ აკლდა. მასპინძელთა გულშემატკივრები მატჩის პირველივე წუთებიდან არაკორექტული შეძახილებით, ბოლნისელთა გაღიზიანებას და პროვოცირებას ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდიელთა კაპიტანმა საკუთარ გულშემატკივარს მოუწოდა თავი შეეკავებინათ გინებისგან, მათ არ თუ გაითვალისწინეს კაპიტნის თხოვნა, მეტიც მოედანზე სხვადასხვა საგნები ისროლეს. განსაკუთრებულ აგრესიას მსაჯების მიმართ იჩენდნენ. მათი მიმართულებით ბოთლებს და მანდარინებს არ იშურებდნენ.

მოპოვებული სამი ქულით “სიონმა” გორის “დილას” გადაასწრო და მეხუთე პოზიციაზეა. მეოთხე ადგილზე მყოფ “საბურთალოს” კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, 19 ნოემბერს, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”

ზუგდიდი – სიონი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 (31), 0:2 (38) ვოლკოვი, 0:3 (78) ჯანელიძე.

გაფრთხილება: ჯანელიძე 41′

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, ქანთარია, აფაქიძე, ზოზულია (კოხია), სუხომლინოვი, ტყემალაძე, სიხარულია, ჩუკურა უკბილე, წურწუმია (ლაშხია), სამუშია (ერმაჩენკო), თუთბერიძე;
სათადაიგო: ჯომილავა, ბეჭვაია, აქუბარდია, შეველი.

მთავარი მწვრთნელი: ლევან მიქაძე

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ვასაძე, ჯანელიძე (ლობჯანიძე), ძარია (სანტოს ფერეირა), სიხარულიძე, ვოლკოვი (სუშკინი);

სათადაიგო: მერლანი, კობახიძე, უგულავა;

მთვარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მთავარი არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.