“სიონის” მეტოქე ცნობილია

გარდამავალი ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვერები დღეს გაიმართა, სადაც პლეი აუტში ბოლნისის “სიონის” მეტოქე გამოვლინდა. “მიხეილ მესხზე” თბილისის “ლოკომოტვისა” და ქობულეთის “შუქურას” შორის მატჩი ფრე – 1:1 დასრულდა.

გია გურულის გუნდმა 12 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულების მიხედვით, ორმატჩიან პლეი აუტში, უმაღლესი ლიგს საგზურისთვის თეთრი ჯგუფის მეხუთე ადგილოსანი წითელი ჯგუფის მეექვსე ადგილოსანს დაუპირისპირდება. გამომდინარე აქედან, “სიონი” უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ქობულეთის “შუქურასთან” იბრძოლებს.
“სიონი” პლეი აუტის პირველ შეხვედრას, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 1 დეკემბერს, ხოლო განმეორებითი შეხვედრას, 6 დეკემბერს “ჩელე არენაზე” გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.