დავით სვანიძე: “რთულ სიტუაციაში ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ხასიათს და ვაჟკაცობას იჩენს”

“სიონი” უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ბოლნისელები, გარდამავალი ჩემპიონატის წითელ ჯგუფში, მეექვსე ადგილზე გავიდნენ და პლეი აუტში, თეთრი ჯგუფის მეხუთე ადგილოსან ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდებიან.

ჩვენი ვებ – გვერდი პლეი აუტის წინ, გუნდის კაპიტანს დავით სვანიძეს და დაჩი ფოფხაძეს ესაუბრა. მათი თქმით, გუნდში საბრძოლო განწყობაა.

“სიონთან” ერთად ევროპის ლიგაზე და საქართველოს თასისი ფინალშიც მითამაშა. წელს ისე მოხდა, რომ გადათამაშებაში აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ კარგ გუნდთან გვიწევს, უმაღლესი ლიგის საგზურისთის ბრძოლა, მჯერა რომ ამ საგზურს ჩვენ მოვიპოვებთ.
გუნდში საბრძოლო განწყობაა და მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ სასურველი შედეგის მისაღებად”, – განაცხადა დაჩი ფოფხაძემ.
დავით სვანიძე წლებია “სიონის” ღირსებას იცავს. კაპიტნის სამკლაურით არაერთ მატჩი ჩაუტარებია. ის ყოველთვის იბრძოდა გუნდის წარმატებისთვის და ახლაც მზადაა გუნდის გადასარჩენად ყველაფერი გაიღოს. მას სჯერა თავის გუნდის და იმის რომ “სიონი” უმაღლეს ლიგაში დარჩება და ახალი სეზონიდან მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
” ადრეც ვყოფილვართ რთულ სიტუაციაში. ასეთ დროს ჩვენი გუნდი, ყოველთვის განსაკუთრებულ ხასიათს და ვაჟკაცობას იჩენს. ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ და ახლაც ასე იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საყვარელი გუნდი გადავარჩინოთ. მჯერა, რომ “სიონი” ახალი სეზონიდან მაღალი მიზნებისთის იბრძოლებს”, – ამბობს კაპიტანი.

პლეი აუტის პირველი შეხვედრა, 1 დეკემბერს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.