დავით სვანიძე: “ბოლნისში უყვართ ფეხბურთი და მათი გუნდი უმაღლეს ლიგაში აუცილებლად ითამაშებს”

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ბოლნისის “სიონსა” და ქობულეთის” შუქურას” შორის დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა. მატჩი “სიონის” გამარჯვებით, ანგარიშთ – 4:3 დასრულდა.
შეხვედრის 16–ე წუთზე ანგარიში გუნდის კაპიტანმა დავით სვანიძემ გაათანაბრა (1:1). მატჩის შემდეგ, კაპიტანმა თამაში შეაფასა:
“რთული და დაძაბული თამაში გამოვიდა. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ თამაში მთლიანად ჩვენ წავიყვანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვაგებდით. კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით. ყველამ ნამდვილი მებრძოლის სული გამოავლინა.
რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო დაძაბული იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით და ყველაფერს ვიზავთ დაწყებული საქმე წარმატებით ჩავამთავროთ. ბოლნისში უყვართ ფეხბურთი და მათი გუნდი უმაღლეს ლიგაში აუცილებლად ითამაშებს”, – აღნიშნა კაპიტანმა.

პლეი აუტის განმეორებითი შეხვედრა, 6 დეკემბერს, “ჩელე არენაზე” გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.