თრილერი “თამაზ სტეფანიაზე” და სიხარულიძის დუბლი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ “სიონსა” და “შუქურას” შორის დაპირისპირება, ამ სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. შეხვედრა უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. თრილერი “თამაზ სტეფანიაზე” ბოლნისელების გამარჯვებით – 4:3 დასრულდა.

აქედან ირაკლი სიხარულიძემ თავი ორჯერ გამოიჩინა. ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, გამარჯვების გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ სიხრულიძემ თამაში შეაფასა:
“ჩვენთვის რთული თამაში გამოვიდა. ორჯერ ვაგებდით, მაგრამ მაინც შევძელით მატჩის შემობრუნება. ვფიქრობ, ამის ფონზე დადებითად უნდა შეფასდეს დღევანდელი შედეგი. მიუხედავად მოგების, ეს ანგარიში მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. ბოლომდე ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.
მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვქომაგობდნენ და ძალას გვმატებდნენ”, – აღნიშნა სიხარულიძემ.

ირაკლი სიხარულიძე “სიონის” რიგებში 2016 წლიდან ირიცხება და მის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.